суббота, 22 апреля 2017 г.

დღე  მეცხრე
დღეს  გადავამოწმეთ პროექტის  გეგმა და გავაკეთეთ ჩვენი პროექტების  პრეზენტაცია, მოვახდინეთ უკუკავშირი.
უღრმესი მადლობა ქალბატონ მანანა კვინიკაძეს.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

დღე  მერვე
დღეს გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და შესაბამისად შევიტანეთ ცვლილებები.
გადავხედეთ რესურსებს. გავეცანით მე-7 მოდულშიპროექტის გეგმის ჩეკლისტს, პორტფოლიოს  ჩეკლისტს, პორტფოლიოს  რუბრიკას.
სახლში  გადავხედო ფასილიტაციის  ნიმუშებს.

суббота, 8 апреля 2017 г.

დღე მეშვიდე

დღეს  ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო. გავეცანით  გარდნერის თეორიის  მიხედვით მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხებს კითხვარისათვის. ვისწავლე, თუ  როგორ შევურჩიოთ მოსწავლეებს  ისეთი  აქტივობები, რომელიც  მოსწავლის სწავლების  პროცესს გახდის  კომფორტულს. მოსწავლეთა  მხარდაჭერის  დოკუმენტებში  შევარჩიეთ  საჭიროებების  ხარაჩო. ასევე  მე-6  მოდულში გავეცანით  კითხვარს  დიფერენცირებული  სწავლებისათვის.

воскресенье, 2 апреля 2017 г.

დღე  მეექვსე
გავეცანი   სხვადასხვა  შეფასების  რუბრიკებს, რომელიც  მოვარგეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციას.ვისწავლეთ კომენტარის დადება სხვის რეფლექსიაზე  და შესაბამისად პასუხის გაცემა.

суббота, 1 апреля 2017 г.

დღე  მეხუთე
დღეს  მე  გავეცანი  საავტორო  უფლებების  შესახებ პრეზენტაციას. გადმოვიწერეთ  სურათები, მივუთითეთ  ლინკები , ჩავსვით  სლაიდებზე.

დღეს  მე  ჩავდექი  მოსწავლის  როლში,  შევქმენი ნაშრომი, სადაც გავითვალისწინე  თემის  მიზნები  და ამოცანები.